წინა ხელისუფლების დროს მოკლული სამხედრო სერჟანტის გახმაურებული საქმე სასამართლოში ინაცვლებს.
როინ შავაძის საქმეზე დღეს პირველი პროცესი გაიმართა. 15 წლის შემდეგ პირველად ოთხმა ბრალდებულმა მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები აღიარა. სამმა სპეცრაზმელმა შავაძის მკვლელობა დაადასტურა, ყოფილმა გამომძიებელმა კი საქმის მასალების ფალსიფიცირებაში თავი დამნაშავედ ცნო. თავდაცვის სამინისტროს სერჟანტი და აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძე ომიდან რამდენიმე დღეში ქობულეთის გზაზე მოკლეს. მას 40-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სერჟანტს იმდრონდელი ხელისუფლება ჯაშუშობასა და ნარკოდანაშაულში სდებდა ბრალს. საქმეში იმდროინდელი ყოფილი მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ. თავის დროზე რეზონანსულ საქმეზე სარჩელი სტრასბურგშიც გაიგზავნა – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის ხელახალი გამოძიება ითხოვა.