ერთი წელი როჰინჯების მასობრივი ხოცვიდან. გაერო მიანმარის დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, ქვეყნიდან იძულებით გაქცეული 700 ათასი როჰინჯასთვის საარსებო პირობები შექმნას და მათ მიმართ რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით დევნა შეწყვიტოს. წარსულში „სინდისის პატიმრად“ წოდებული, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი და მიანმარის ამჟამინდელი ლიდერი აუნ სან სუ სუჩი მთელი ამ დროის განმავლობაში დუმს. ის გენოციდზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს, ნობელის პრემიის სხვა ლაურეატები კი ერთი წელია სან სუჩისთვის პრემიის ჩამორთმევას ითხოვენ, რისი მიზეზიც 2017 წლის 25 აგვისტოს რაკჰაინის შტატში დატრიალებული ტრაგედიაა.