როგორ ემზადებიან ახალი წლისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეები
ახალ წელს ყველა კუთხეში თავისებურად, მაგრამ როგორც წესი, საკუთარ სახლებში აღნიშნავენ.
სამწუხაროდ, უკვე მე-12 ახალი წელია ამ ტრადიციაზე უარის თქმა უწევთ რუსული ოკუპაციის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. აფხაზეთიდან დევნილები კი მთავარ საახალწლო ნატვრას, საკუთარ სახლში დაბრუნებას 27-ედ ჩაიფიქრებენ.
როგორ ხვდებიან ახალ წელს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეები, ნახეთ ნინო ფისაძის და ნატო ბერულავას სიუჟეტში.