რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თანამშრომლებს უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდათ
არ გადადო-აიცერი!– ამ სლოგანით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირთან ერთად ვაქცინაცია ჩაატარა.
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირის თანამშრომლები წითელა, წითურა, ყბაყურაზე უფასოდ აიცრნენ. მსურველებმა ცე ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგიც გაიკეთეს.
აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და რკინიგზის პროფკავშირების თავმჯდომარე დაესწრნენ.