გაფრთხილება მშობლებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს მოუწოდებს, შვილებს სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევაში მონაწილეობა მიაღებინონ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვლევის დროს შემთხვევითი პრინციპით ჯამში 1500 ბავშვის სისხლის ანალიზი უნდა აიღონ. ამ დროისთვის, სინჯები მხოლოდ 1 300-მდე ბავშვს აუღეს.

კვლევები 24 დეკემბერს უნდა დასრულდეს. ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევებზე მშობლები გარკვეული მოსაზრებების გამო უარს აცხადებენ და ხშირ შემთხვევაში, ამაში ისინი პედიატრების მიერ კვლევასთან დაკავშირებულ არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას იშველიებენ.