წითელას აცრებთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

წითელას აცრებთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. ჯანდაცვის მინისტრი პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულება პირადად გააცნო.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასო იქნება. დავით სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლეობას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს რისკჯგუფში შემავალი პირებისთვის აცრების ჩატარება.