რიკოთზე მიმდინარე სამუშაოები - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„ლელო“ რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის აუცილებლობაზე საუბრობს. პარტიის წევრების განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი დარღვევებით ხორციელდება.

პარტიის წევრები მიმართავენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, დაიდოს კვალიფიციური დასკვნები, რომ გადაადგილება უღელტეხილის გავლით სახიფათო არ არის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ოპოზიციას ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას სთხოვენ.