ვნებათაღელვის და პროტესტის შემდეგ რიკოთის უღელტეხილი ტრაილერის მძღოლებისთვის გაიხსნა.
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, სადაც გუშინ მიწის მასა ჩამოიშალა, მოძრაობის სპეციალური რეჟიმი წესდება. დღის მეორე ნახევრიდან ხვალ დილამდე უღელტეხილზე გადაადგილება მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის იქნება ნებადართული, ხვალ დილიდან საღამომდე კი – მსუბუქი ავტომობილებისთვის.
ბოლო ორ კვირაში ფერდის ნაწილის ჩამოშლის გამო უღელტეხილი უკვე ორჯერ ჩაიკეტა. მიზეზად მეწყრული პროცესების საშიშროება დასახელდა, თუმცა ექსპერტების ნაწილი ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიწის ჩამოშლას ადგილზე მიმდინარე გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებს. ადგილზე გეოლოგები კვლევებს და მონიტორინგს ამ დრომდე აწარმოებენ.