რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები საბერძნეთში

საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სოციოლოგიური პროგნოზებით, არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის კონსერვატიული პარტია „ახალი დემოკრატები“ ლიდერობს. რიგგარეშე არჩევნები საბერძნეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 21 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პრემირ მიცოტაკისის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად უმრავლესობა ვერ მოიპოვა. საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად, განმეორებითი არჩევნები განსხვავებული წესით იმართება, რაც გამარჯვებულ პარტიას 300-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მისაღების დამატებით მანდატებს ანიჭებს.