ახალციხეში ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან რიგებია. რამდენიმე ათეული მანქანა, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ტექ-დათვალიერებისთვის ახალციხეში ჩადის. ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი შპს „მესხეთი“, რომელიც მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტზე იყო გათვლილი, ახლა რეგიონის ექვსივე რაიონს ემსახურება. ინსპექტირების მსურველი მძღოლების რაოდენობამ განსაკუთრებით მას შემდეგ მოიმატა, როცა 14 იანვრიდან დაიწყო იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი არ აქვს. აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში, პირველ არხს განუცხადეს, რომ ტესტირების ცენტრში, ერთი ხაზია, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე დღეში დაემატება მოძრავი ხაზი.
გარდა ამისა, დაახლოებით ერთ თვეში, ახალქალაქში ერთი ხაზით, ტესტირების ახალი ცენტრი ამუშავდება.