თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეწვის სკოლის პროექტი გაიხსნა. თვენახევრიანი კურსი შვიდი სახის მასტერკლასს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები თიხაზე მუშაობას, ფარდაგების ქსოვას, ხეზე კვეთასა და სხვა კურსებს შეისწავლიან. პროექტი 2011 წლიდან ფუნქციონირებს.