რეწვის სკოლის პროექტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეწვის სკოლის პროექტი გაიხსნა. თვენახევრიანი კურსი შვიდი სახის მასტერკლასს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები თიხაზე მუშაობას, ფარდაგების ქსოვას, ხეზე კვეთასა და სხვა კურსებს შეისწავლიან. პროექტი 2011 წლიდან ფუნქციონირებს.