კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში რეტროსპექტივა – „თანამედროვე ქართული კინო“ ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „თბილისი-თბილისი“ გაიხსნა. ფილმის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და მაყურებელმა დიდ ეკრანზე აღდგენილი ვერსია პირველად ნახა. სურათი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია და 2005 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს. მაყურებელს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა ენახა რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“. რეტროსპექტივის მიზანია, თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა. მაყურებელს კინოჩვენებებზე დასწრების შესაძლებლობა 24 დეკემბრის ჩათლით ექნება.