რეპრესირებულთა სამარხები

უნიკალური აღმოჩენა ბათუმში. ხელვაჩაურის ყოფილ ტერიტორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხს მიაგნეს. ოთხ სამაროვანში დამარხული 150 ნეშტის შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა, ასევე გამოქვეყნდა 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიაც. ახლა ოჯახები ნეშტების იდენტიფიცირებას ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ მათ წინაპრების საფლავი ქნებათ. ცნობილი ხდება, რომ სამარხი წელიწად-ნახევრის წინ აღმოაჩინეს, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გუშინ გავრცელდა.

საფლავის გათხრასა და ნეშტების გასუფთავებაში არქეოლოგებსა და მეცნიერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტები კი საქმეში  ორშაბათიდან ჩაერთვებიან. ნეშტების პატივით დაკრძალვა 21 აპრილს იგეგემება.

გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.