სამძებრო სამუშაოები ხელვაჩაურში

თითქმის 40-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ტრაგედიის ადგილზე, ინტენსიურ სამძებრო პროცესში, სამაშველო სამსახურის 100-ზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული.

მეათე კლასელი ბიჭის მშობლების ცხედრებს გუშინვე მიაკვლიეს. სტიქიას შემთხვევით გადაურჩა ოჯახის კიდევ ერთი წევრი, არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც შუახევში სტუმრად იმყოფებოდა. მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ მოიყოლა მსუბუქი ავტომობილიც. ორივე მგზავრის ცხედარი მაშველებმა, მომხდარიდან რამდენიმე საათში იპოვეს.

სოფელ ჯოჭოში, დღე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე ძებნის ოპერაციას მერაბ წულუკიძე ადევნებდა თვალს და ბოლო ინფორმაციით ის ახლა სტიქიის ზონიდან გვიერთდება.