„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ თურქეთში ადამიანის უფლებები დარღვევაზე საუბრობს

საერთაშორისო ორგანიზაციამ, რეპორტიორების საზღვრებს გარეშე, თურქეთი იმ ქვეყანათა ხუთეულში შეიყვანა, სადაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო, მედიაწარმომადგენელთა მიმართ დევნის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, თუმცა, მედია არ არის ერთადერთი სფერო, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა.

2016 წლის 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შედეგად, ხელისუფლებამ მოქალაქეთა მასიურად დაკავება და სამსახურიდან დათხოვნა დაიწყო.

წელიწადნახევრის განმავლობაში, გისოსებს მიღმა 50 ათასამდე ადამიანი აღმოჩნდა, სამსახური კი 150 ათასზე მეტმა დაკარგა. შედეგად, საჯარო სექტორში ადამიანური რესურსის დეფიციტი წარმოიშვა.