მედიკოსების თქმით, რემიკ პოღოსიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში რჩება.
საუბარია სწორედ ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირკვევა, რომ ჩვენებაში, რომელიც რემიკ პოღოსიანმა სამართალდამცველებს მისცა, ცემის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. ამ ვერსიას არ ეთანხმება პოღოსიანის მამა და ჰყვება, რომ მის შვილს პოლიციამ მათთვის სასურველი ჩვენება მიაცემინა და მომხდარში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ ახალქალაქის მაჟორიტარს ადანაშაულებს.
აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს მაჟორიტარი დეპუტატი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
უწყების თქმით, რემიკ პოღოსიანს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.