ნათია მეზვრიშვილი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ახალქალაქის ინციდენტის დროს დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და გამომძიებელთა მიერ მითითებულ დროს არ ცხადდებიან.

როგორც ჟურნალიტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, ძალადობა ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს განხორციელებული, ბუნებრივია, მიუღებელია. მისივე თქმით, ასევე მიუღებელია საგამოძიებო ორგანოს მიმართ ულტიმატუმის ენით საუბარი.

შს მინისტრის მოადგილის ცნობით, საქმეზე გამოძიება 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს.