პირველად ისტორიაში, აშშ რელიგიის თავისუფლების მინისტერიალს მასპინძლობს.
საქართველოს ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს, რომელიც დამსწრეების წინაშე სიტყვითაც გამოვა. გამოსვლის დროს დავით ზალკალიანი ოკუპირებულ რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით შექმნილ პრობლემებს შეეხება. მანამდე კი, ტრიბუნიდან არაერთი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა. მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც თურქეთის პირველ პირს დონალდ ტრამპის გზავნილი გადასცა და თურქეთში დაკავებული ამერიკის მოქალაქე სასულიერო პირის გათავისუფლება მოსთხოვა.
„მოამბე“ ვაშინგტონიდან – მარიამ ცარელაშვილი ადევნებს თვალს მინისტერიალს.