რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საკულტო ნაგებობების რუკები წარმოადგინა.
პრეზენტაციას საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკაზე დატანილია მათი რაოდენობა, პროცენტული მაჩვენებლები, როგორც რეგიონების, ისე მუნიციპალიტეტების დონეზე და საქართველოში არსებული უმრავლესი კონფესიების მონაცემები.
ახალი რუკა საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ყველა დაინტერესებულ უწყებასა თუ ორგანიზაციას, საქართველოს რელიგიური შემადგენლობის გათვალისწინებით დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი საქმიანობა.