რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საფრთხეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე
რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საფრთხეები, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველი მოსახლეობის უმძიმესი ვითარება, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების საკულტო ნაგებობების სავალალო მდგომარეობა, ქართული კვალის წაშლის მცდელობები ოკუპირებულ რეგიონებში – ამ საკითხებზე მსჯელობენ ამ წუთებში კონფერენციაზე სახელწოდებით „რელიგია და კანონის უზენაესობა“. ღონისძიება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.
დისკუსიაში მონაწილეობენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციები და პარლამენტის დეპუტატები. საერთაშორისო კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.