საწყის საბრძოლო მომზადებას რეკრუტების მორიგი ნაკადი იწყებს.
თავდაცვის ძალებში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი იზრდება. კურსზე დარეგისტრირებულია 250-მდე რეკრუტი. ისინი პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, ისინი ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ და სამხედრო ცხოვრების პირველი ეტაპის გავლას გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურულ პირობებში შეძლებენ. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირების, თერმოსკრინინგისა და შესაბამისი გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, რეკრუტები დღესვე საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.