აღდგენიდან განვითარების ეტაპზე – კოვიდ-პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სექტორი ძველი პოზიციების დაბრუნების შემდეგ ახალ ფაზაში გადადის.
სფეროდან შემოსავლები მიმდინარე წელს ისტორიულ ნიშნულზეა და წინა წლის მონაცემებს მკვეთრად აჭარბებს. ხელშემწყობ ფაქტორებად სახელდება ახალი ავიარეისები, საერთაშორისო გამოფენები, ასევე მარკეტინგული კამპანიები სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. ვიზიტორთა ნაკადების გასაზრდელად პრიორიტეტი ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებაა.