ტურიზმის გაზრდილი მაჩვენებლები

პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული სფერო კორონავირუსის გავრცელებამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელებს ჯერ ვერ უბრუნდება. ტურიზმის სექტორში ზრდა შეინიშნება, თუმცა 2019 წლის მონაცემებთან 30%-ით ჩამორჩენაა. ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის და სფეროს მხარდასაჭერად არაერთი კამპანია თუ აქტივობა იგეგმება, ერთ-ერთ გეგმად ქართულ ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაც განიხილება.