რთული ეპიდემიური ვითარება და ბიზნესის შეფასება

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარების ფონზე, ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. შალვა ალავერდაშვილის თქმით, ქვეყანაში რთული ეპიდემიური მდგომარეობის მიუხედავად, ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

მისი თქმით, ჯავშნები სასტუმროებზე ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან აქვთ. ალავერდაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კვლავ დამატებითი შეზღუდვებები დაწესდება და ტურისტები ქვეყანაში შემოსვლას ვეღარ შეძლებენ, ეს ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება. მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა ქვეყნის კვლავ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.

დატოვე კომენტარი