სამუშაო ადგილებზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში, შრომის ინსპექტორებთან ერთად შრომის უსაფრთხოების დესპანები ჩაერთვნენ.
პირველ ეტაპზე, მოხალისეები მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ ობიექტებზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. დასაქმებულები მოქმედი რეგულაციების დაცვაზე გამოკითხეს და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდეს. შრომის უსაფრთხოების დესპანები სამუშაო ადგილებზე სექტორისთვის შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებას უწევენ ზედამხედველობას. ამ მიმართულებით პროექტისთვის შერჩეული სტუდენტები უშუალოდ შრომის ინსპექტორებმა გადაამზადეს.