ცხრათვიანი პაუზის შემდეგ პარაპლანებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება. თუმცა, ივლისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მფრინავებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ. მანამდე უკონტროლო სფეროზე კონტროლი წესდება, რაც ნიშნავს, რომ პარაპლანისტს სამუშაო ლიცენზიის მოსაპოვებლად შესაბამისი გამოცდები უნდა ჰქონდეს ჩაბარებული. სავალდებულო ხდება საფრენი აპარატების პერიოდული შემოწმება, მკაცრად გაკონტროლდება ის ადგილებიც, სადაც ფრენები შესრულდება.