ბანკებისთვის დაწესებული შეზღუდვებია ძალაშია. მოქალაქეებზე სამომხმარებლო კრედიტების გაცემის პროცედურა რთულდება. კერძოდ, სესხის დასამტკიცებლად მსესხებელი ვალდებულია, ბანკში საკუთარი შემოსავლების ან ხელფასის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინოს.
ეს არის გეგმა, რომლითაც მთავრობა ჭარბვალიანობის შემცირებას აპირებს.
მომავალში სესხის საპროცენტო განაკვეთზე ზღვარის დაწესებაცაა მოსალოდნელი.