ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტაზე რეგულაცია იცვლება.
პროცესში ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი ერთვებიან. ახალი წესის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღებამდე მათთან კონსულტაციის გავლის უფლება ექნება. მიზანი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნება და ინფორმირებულობის ზრდაა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ აბორტებს ხშირ შემთხვევაში ქალები მძიმე ფინანსური და სოციალური პირობების გამო მიმართავენ. სწორედ შესაბამისი მხარდაჭერის და დახმარების გაწევის მიზნით სოციალური მუშაკი პაციენტს კონკრეტულ პროგრამებს შესთავაზებს. ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მცირდება, თუმცა სტატისტიკური მონაცემები სხვა ქვეყნებთან შედარებით მაინც მაღალია.