რეგულაცია მარჯვენა საჭიანი ავტომობილებისთვის

2020 წლის პირველი აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები საჭის გადატანას ვეღარ შეძლებენ.

მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექინსპექტირებაში ცვლილებები შედის. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იმპორტირებული იქნებიან მარჯვენა საჭით, მძღოლებმა უნდა შეინარჩუნონ საჭის მდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილის შემდეგ საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან.