2018-2019 სააღმზრდელო წლებისთვის, დამატებითი რეგისტრაციის მიზნით, განცხადებების მიღება საბავშვო ბაღებში 20 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის განცხადებით, იმ ბავშვების უდიდესი ნაწილი, ვინც ბაღებში რეგისტრაცია ვერ გაიარა, ადგილებით დაკმაყოფილდება.
კახა გვანცელაძის განცხადებით, რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დაახლოებით 7000-ზე მეტმა ბავშვმა ვერ გაიარა, მაგრამ ეს პრობლემა მერიის მიერ ბაღებში ინფრასტრუქტურის მოწყობითა და დამატებითი ადგილების შექმნით მოგვარდა.
გვანცელაძის ინფორმაციით, თბილისში არსებულ 180 საჯარო ბაგა-ბაღში ამ დროისთვის სულ 61 ათასი ბავშვია აღრიცხული, ამ რიცხვში შედის ის 7 000 ბავშვი, ვინც რეგისტრაცია ვერ გაიარა.