პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია იწყება. კოლეჯებში მოსახვედრად საჭირო პროცედურა გამარტივებულია – დაინტერესებულ ახალგაზრდებს ონლაინ-რეგისტრაციის გავლაც შეუძლიათ.
წელს სახელმწიფო და კერძო კოლეჯები პროფესიული განათლების მიღების მსურველებს გაფართოებულ და შრომით ბაზარზე მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობენ. ახალი პროგრამები შრომითი ბაზრის შესწავლის შემდეგ მომზადდა.