რეგიონული კონფერენცია

საქართველო დაზღვევის ზედამხედველობის რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 20 ქვეყნის 37 წარმომადგენელი, მათ შორის: ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის 10 ქვეყნის დაზღვევის საზედამხედველო უწყება. მთავარი მიზანია, მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხებისა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების მიმოხილვა. მათ შორის განიხილება რეგიონში არსებული გამოწვევები და მიღწევები.