საქართველოს რეგიონებში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები იმართება. შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრები დღეს გორში შეიკრიბნენ და რეგიონში არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები განიხილეს. დღესვე, ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელები და შემადგენლობა წარადგინა. გაკეთდა თემატური მოხსენებები ჯანდაცვის, რეგიონული პოლიტიკისა და კულტურის მიმართულებით.