„ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ – ამ სახელწოდებით, რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია მიმდინარეობს თბილისში. სემეკი-სა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ორდღიანია და სექტორში არსებულ აქტუალურ საკითხებს მოიცავს. კონფერენციის მონაწილეები რეგიონში ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, საინვესტიციო პოლიტიკასთან, განახლებადი ენერგიების ეფექტიან რეგულირებასთან, ელექტრონული ბაზრის ლიბერალიზაციასა და ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებულ მიმართულებებზე მსჯელობენ. სემეკი-ს თავმჯდომარემ ტარიფების მატების საკითხს ისაუბრა.