„აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრიორიტეტები უნდა გადაიხედოს,- ამის შესახებ „რეფორმეტრის“ კვლევაშია საუბარი.
მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტის ეფექტიანობა შეფასდა და აღინიშნა, რომ სტარტაპების გადარჩენის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა დაფინანსებული მეწარმეების პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.
„რეფორმეტრის“ ანალიტიკოსების რეკომენდაციაა, „აწარმოე საქართველომ“ მიკრო და მცირე გრანტების ხელშეწყობის პროგრამის ეფექტურობა გაზარდოს, პრიორიტეტებს გადახედოს და სხვა კომპონენტებიც გაანალიზოს.