რეფორმა ფარმაცევტულ ბაზარზე

საქართველოს ფარმაცვეტულ ბაზარზე არსებულ ვითარებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფასებს.

ყაზახეთში მიმდინარე სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ის რეფორმა იყო, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. იგულისხმება წამლებზე რეფერენტული, ანუ ზღვრული ფასების დაწესება და თურქეთის ბაზრის გახსნა. შეფასებები პოზიტიურია, თუმცა რეკომენდაციაა, რომ ე.წ. ზღვრული ფასი უფრო მეტ მედიკამენტზე დადგინდეს და იმ პრეპერატების ჩამონათვალი გაიზარდოს, რომლებსაც სახელმწიფო ასუბსიდირებს. აქცენტი გაკეთდა ონკოპაციენტებისთვის წამლების ხელმისაწვდომობის ზრდის აუცილებლობაზეც. ჯანდაცვის სამინისტრო მალე ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის საჭირო მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს, რაც მათ ფასს კიდევ უფრო შეამცირებს და შესაბამისად, უფასოდ გასაცემი წამლების რაოდენობას გაზრდის.