გაცოცხლებული ტრადიცია და სპორტის სახეობა, რომელმაც სვანეთში ადგილობრივები და ტურისტები გააერთიანა. მესტიამ „რედბულ-ლუკვრამე 2024“-ს უმასპინძლა. ტურნირის 40 მონაწილე ერთმანეთს ლუხმედით, ანუ ხის სასრიალო მოწყობილობით სრიალში შეეჯიბრა. გამარჯვებული ადგილობრივი ლაშა შუკვანი გახდა, სპეციალური ჯილდო კი ტურნირის უხუცესმა მონაწილემ მიიღო.
ხის ხელნაკეთი ციგურებით სრიალი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული, მაგრამ უკვე თითქმის დავიწყებული ტრადიციაა, რომელიც ორგანიზატორების განცხადებით, მესტიაში უკვე ყოველწლიურად გაცოცხლდება. ტურნირი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
კესო ქაფიანიძისა და გიორგი ქურასბედიანის რეპორტაჟი მესტიიდან.