შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს წევრებთან

უწყების ხელმძღვანელმა ინვესტორთა საბჭოს ტურიზმის ადმინისტრაციის გეგმები გააცნო. მაია ომიაძემ შეხვედრაზე გასული წელი შეაჯამა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა მარკეტინგულ კამპანიებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და საქართველოში გასამართ საერთაშორისო ღონისძიებებზე.

ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგის წარმოებას ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.