მესტიაში „რედბულ-ლუკვრამე 2024“ დასრულდა – ტურნირის გამარჯვებული ადგილობრივი ლაშა შუკვანი გახდა. შეჯიბრებაში სულ 40 მსურველი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ტურისტებიც. ლუხმედით, ანუ ხის ხელნაკეთი ციგურებით სრიალი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებშია გავრცელებული, მაგრამ უკვე თითქმის დავიწყებული ტრადიციაა, რომელიც ორგანიზატორების განცხადებით, მესტიაში ყოველწლიურად გაცოცხლდება. ტურნირი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.