მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში რეაბილიტაცია-რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. სამუშაოებს თბილისის მერი კახი კალაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო. პირველი ეტაპის ფარგლებში გამაგრდა არსებული შენობა, სარდაფები გაიწმინდა მიწისა და ნალექი მასებისგან, მოწესრიგდა მუზეუმის ეზოში არსებული წყალმომარაგების ქსელი, შეიცვალა სახურავი და საწვიმარი მილები. სარესტავრაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.