ცოტა ხნის წინ, „მოამბის“ ჟურნალისტმა ის ადამიანები ჩაწერა, რომლებმაც ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ბოლოს საკანში ნახეს. ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მეცხრე დღეა ტყვეობაში იმყოფება და მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. რას ყვებიან ცხინვალის იზოლატორიდან გამოსული ყოფილი პატიმრები, ამას ნინო ფისაძისგან შევიტყობთ, რომელიც ამ წუთებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში იმყოფება.