საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში დღეს კონსულტაციებია დაგეგმილი

რამდენიმე საათში, მთავრობის სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობა, პარტიის მთავარ ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბება. სავარაუდოდ, სწორედ დღეს გაირკვევა, რამდენი სამინისტრო დარჩება, რომელი უწყებები გაერთიანდება და ვინ იქნება მამუკა ბახტაძის კაბინეტის შემადგენლობაში.

პრემიერ-მინისტრი ინტენსიური კონსულტაციების რეჟიმში დღეს მთელ უმრავლესობასთან აპირებს შეხვედრას. მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პრემიერის ინიციატივას, სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებაში” ფართე მხარდაჭერა ექნება.