რამდენიმე საათი აღდგომის დღესასწაულამდე - მართლმადიდებლურ ოჯახებში ბოლო სამზადისია

აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე საათი დარჩა. მართლმადიდებლურ ოჯახებში ბოლო სამზადისია. წითელი კვერცხი, პასკა და მწვანე ჯეჯილი – აღდგომის დღესასწაულის ტრადიციული სიმბოლოებია. კვერცხის წითლად შეღებვა მაცხოვრის ჯვარცმას, ქრისტეს სისხლსა და ახალი სიცოცხლის საწყისს აღნიშნავს, რომელიც მან კაცობრიობას მიანიჭა.

სასუფევლისა და გოლგოთის მთის სიმბოლო, რომელზეც მაცხოვარი ჯვარს აცვეს პასკაა. მისი მომზადებისთვის საჭირო სამზადისი ვნების კვირის დადგომასთან ერთად იწყება. პასკას ქრისტიანები იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობენ. ეს რიტუალი წელიწადში მხოლოდ ერთხელ სრულდება.