რამაზან ბაირამი  

მუსლიმები რამაზან ბაირამს ზეიმობენ.

მათი ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა, დილიდან ლოცვით იწყება, მორწმუნეები ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და შეჭირვებულებისთვის ძღვენს და თანხას გასცემენ. ამ დღისთვის საგანგებოდ რთავენ მეჩეთებსაც. რამაზან ბაირამს რამდენიმე ტრადიცია უკავშირდება. მათ შორისაა ტკბილეულის – ჰალვას დამზადება და წინაპრების საფლავების მონახულება.

30-დღიანი მძიმე მარხვის დასრულების სამდღიან დღესასწაულს, საქართველოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები მუსლიმებიც აღნიშნავენ.