საახალწლო სამზადისი გორში

ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან გორშიც. ცენტრალურ მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას დედაქალაქიდან მიწვეული არტისტები მიიღებენ. გორში ახალი წლის დადგომას ფოიერვერკით არ იზეიმებენ. მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, პიროტექნიკისთვის გათვალისწინებული თანხა, გარემოს დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოხმარდება.