ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში რაჰიბ მამადოვის განახლებული ბიუსტი და სკვერი გაიხსნა. მანამდე კი ხობის კულტურის სახლში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, აზერბაიჯანის ელჩი და ბათუმში თურქეთის კონსული ესწრებოდნენ. რაჰიბ მამადოვმა წყალდიდობის დროს სოფელ ჭალადიდში 28 ადგილობრივის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.