რადას თავმჯდომარის განცხადება

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფების ფორმულირება ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებების შემდეგ იქნება განხილული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ვინაიდან უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა გაწერილია უკრაინის კონსტიტუციაში, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმაციის ძალიან მაღალი დონე ამ მიმართულებით. ამიტომ შევხედავთ, რა გზით წავლენ მომლაპარაკებლები და შემდეგ უკვე დავიწყებთ იმ მოდელის ძებნას, რომელიც ან არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ან შეცვლის კონსტიტუციას ამ ნაწილში“, – განმარტა სტეფანჩუკმა. მისი თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმებების შედეგად, პირველ რიგში, აღდგეს უსაფრთხოება და მიღებულ იქნას უსაფრთხოების გარანტიები ქვეყნის ფუნქციონირებისთვის. „ამიტომ ჩვენ ველით, რა ფორმულა ჩამოყალიბდება მოლაპარაკების პროცესში და შევუერთდებით მის განხილვას“, – განაცხადა უმაღლესი რადას სპიკერმა.