რაჭაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ - რა პოზიცია აქვთ ექსპერტებსა და არასამთავრობოებს
ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს დღეს რაჭაში. ”ონის კასკადის” წინააღმდეგ შეკრებილ ადგილობრივებს სვანეთიდან და თბილისიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ. მოსახლეობა სერიოზულ საფრთხეებზე საუბრობს და ჰესების მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევს.
ონის ჰესების კასკადის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზეა დაგეგმილი. ჰიდროკასკადის საპროექტო ზონაში ქალაქ ონთან ერთად, რამდენიმე სოფელიც ხვდება.
რა საფრთხეებსა და რისკებზე საუბრობენ ადგილობრივები და რა პოზიცია აქვთ ექსპერტებსა და არასამთავრობოებს, ნატალია ბერულავას სიუჟეტი.