რა პასუხს მიიღებს საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის წინამძღოლისგან - სასულიერო პირები ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდნენ
რა გამოხმაურება შეიძლება მოჰყვეს ილია მეორის რუსეთში გაგზავნილ წერილს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, უცნობია. საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის წინამძღოლისგან პასუხს ამ დრომდე ელის. ამის შესახებ დღეს იმ სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომლებიც ტატუნაშვილების ოჯახში იყვნენ ჩასულები. ცოტა ხნის წინ წილკანში ჩავიდნენ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებიც.
გენო ოსიყმაშვილი გვერთვება პირდაპირ ეთერში – მთელი დღეა ოფიციალური და სასულიერო პირები, ასევე პოლიტიკოსები ჩამოდიან წილკანში, რა განცხადებები კეთდებოდა დღის განმავლობაში?